მეცოდება ბიძინა. რას აღარ აკეთებს საქართველოსთვის. სამება აგვიშენა, მონასტრებს ფულს ურიცხავს, დამშეული ინტელიგენცია დაგვაპურა, დენდრო პარკი გაგვიშენა და უამრავი კომერციული პროექტი წამოიწყო. თუნდაც ჰესები რად ღირს.
მეტი ვერაფერი შეძლო ნაცების გამო. სოროსის ლაქიობას კი უწუნებენ და ახალგაზრდობის გახრწნა-განარკომანებასაც აბრალებენ, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს გადარჩენას ჭირდება და იმიტომაც უწყობს ხელს ათას გირჩს და მამაძაღლს. რა ქნას სოროსს რომ უღალატოს ერთ დღეს გაუყინავენ ანგარიშებს და რა გვეშველება მერე საქართველოს და მის რჩეულ შვილებს?
ხომ დავრჩებთ ისევ მშიერი. ის კი არა ასეთი ადამიანის ფონზე ან საყდრისი რა მოსატანია, ან გარეჯი, ან ქართული მიწების გაყიდვა და ან ათასი ჯურის აზიელის შემოსახლება. ამეებსაც აყვედრიან ასეთ ბუმბერაზ ადამიანს უმადური ქართველები და ვერც ხვდებიან როგორ ტკენენ გულს.
ახლა ტრამპის იმედი გვაქვს, იქნებ მოაშოროს ჩვენ მეცენატს ეს ნაცები. აქეთაა და ეს უნიჭო ეროვნულები ანტიქართველსაც კი უწოდებენ, მაგრამ ტრამპი გაიმარჯვებს თუ არა ჩვენ ბიძინასაც გაეხსნება ხელი ქვეყნის ასაყვავებლად და გასაბრწყინებლად. ეს ადამიანი უფალმა გვაჩუქა თორე დავიხოცებოდით ქართველი ინტელიგენტები და სამღვდელოება შიმშილით.
ისევ ჩვენი საპატრიარქოს სიბრძნის იმედი მაქვს, ის არ დაუშვებს რამე საფრთხე შეექმნას ამ დიდი პიროვნების სიმშვიდეს და მუდამ ილოცებს მისთვის. ცრემლებს ვერ ვიკავებ…
P.S. ეს რეალობაა
გ.ქ.
გურამ ქართველიშვილი