“სირცხვილიას” საორგანიზაციო ჯგუფმა 22:00 საათიდან 5:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა სახელწოდებით “დაუმორჩილებლობა”.
“ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს… შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში!
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებით ყოველგვარი გადაადგილება იზღუდება.
გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის მოქალაქეები 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
წყარო: ptn.ge