წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციაზე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად, თვალის არეში მიიღეს.
დაშავებულების ნაწილს სასწრაფო დახმარება ადგილზე გაეწია. ნაწილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, ერთ-ერთი დაზარალებულის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი მისი ემოციური აშლილობა გახდა.
“რუსთავი2”