რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი დიმიტრი კობილკინი, მშენებლობის მინისტრი ვლადმირ იაკუშევი და ტრანსპორტის მინისტრი ევგენი დიტრიხი თანამდებობებიდან გაათავისუფლა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით. პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ურალის ფედერალურ ოლქში მუდმივი წარმომადგენელი ნიკოლაი ცუკანოვი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ცხრიდან ათამდე გაიზარდა პრემიერ-მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა რუსეთის დუმას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის კანდიდატურა წარუდგინა, მის ნაცვლად ენერგეტიკის მინისტრად კი „რუსჰიდროს“ ხელმძღვანელის, ნიკოლაი შულგინოვის დანიშვნა შესთავაზა.
გარდა ამისა, მიშუსტინმა სახელმწიფო დუმას ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორი ვიტალი საველიევი წარუდგინა, ხოლო ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის პოსტზე –ალექსანდრ კოზლოვი.