ყარაბაღში მიღებული არსებითი სამხედრო მარცხის (ქ. შუშის დაცემა) და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ აზერბაიჯანთან გამოცხადებული იძულებითი ზავის შემდეგ, ერევნის ცენტრალური მოედანი გვიან ღამით აღშფოთებულმა ხალხმა დაიკავა.
მათ დალეწეს მოედანზე მდებარე სამთავრობო შენობების შესასვლელები. სომხეთში რეალურად მიმდინარეობს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება, რადგან ხალხს არ სურს წამგებიანი ზავის დადება აზერბაიჯანთან, მიუხედავად იმისა, რომ შუამავალი რუსეთია და რუსეთის სამშვიდობო ძალები სომხებს აძლევენ სტეპანაკერტის, ლაჩინისა და სხვა დასახლებული პუნქტების შენარჩუნების გარანტიას, ანუ ფრონტის ხაზი დღეის მდგომარეობით უცვლელი რჩება. მოვლენების განვითარება დღის განმავლობაში გამოჩნდება. მანამდე კი გთავაზობთ ღამეულ ვიდეოკადრებს ერევნიდან: