ერევანში პარლამენტთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. ინფორმაციას სომხური მედია news.am-ი ავრცელებს.
დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
წყარო: bfm.ge