ნატომ რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შეთავაზებაზე, შეემცირებინა სამხედრო აქტიურობა პანდემიის დროს

რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს მთელი რიგი პოტენციურად სახიფათო საგარეო ფაქტორები. მაგალითად, ისეთი, რაც დაკავშირებულია ნატოს გაფართოებასთან რუსეთის საზღვრებთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი პოტენციურად საშიში საგარეო ფაქტორი – თანამედროვე, ახალი. მაგალითად, ნატოს ყოფნა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა რუსეთის თავდაცვის და ფედერალური უწყებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ნატომ რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შეთავაზებაზე შეემცირებინა სამხედრო აქტიურობა კორონავირუსის პანდემიის დროს.

„უფრო მეტიც, ავიაციის ფრენები და ნატოს ქვეყნების ფლოტების მოქმედებები მხოლოდ გაიზარდა“, – აღნიშნა პუტინმა.