ნაცმოძრაობავ, გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს!? – ჩერგოლეიშვილი ვაშაძის განცხადებაზე

“ნაცმოძრაობავ გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს. თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა – ასე ეხმაურება “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

“როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი გასაჯაროებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად – ამის შესახებ გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ნაცმოძრაობავ გაგვაგებინეთ, თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს. თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა? და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი? ​თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას!

მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა.

ამასთან – ყველაფერს აქვს თავისი წესი.

როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროებამდე როგორც მინიმუმ შიგნით მაინც კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად.

ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?” – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

წყარო: ptn.ge