ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ დამოუკიდებელად შეიმუშავა 3-პუნქტიანი დოკუმენტი – დავით ბაქრაძე

“ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ დამოუკიდებელად შეიმუშავა 3-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელსაც მოგვიანებით სხვა პარტიებსაც გააცნობენ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შედგა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“.

მიღწეული შეთანხმება მოიცავს სამ პუნქტს, კერძოდ:

“ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და არა ძალადობრივი. მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველა დემონსტრანტს, არ შევიდნენ კონტაქტში პოლიციასთან.

პროტესტი გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

მზად ვართ პარტნიორობის ჩართულობით დიალოგზე, რომლის მთავარი მიზანი იქნება ხელახალი არჩევნები.

ამ დოკუმენტს გავაცნობთ სხვა პარტიებსაც და იმედია გაიზიარებენ ამ პრინციპებს” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: bm.ge