სანამ ჩვენ ნაც-ქოცური თამაშებით გვართობენ, რუსეთმა სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა რეგიონში

ამასობაში, რუსეთმა კიდევ ერთი სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა რეგიონში- 2020 წლის ბოლომდე რუსული სამშვიდობოების რაოდოენობა ყარაბაღში, 10 000 ჯარსიკაცამდე გაიზრდება.

მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, ეს ასეა! ეს ფაქტია!
ასეა, როცა ჩვენ “დამპლური, ნაც-ქოცური თამაშებით”(ცეკვებით) ვერთობით რუსთაველზე, გეოპოლიტიკური პროცესები, სიმძიმის ცენტრები- ჩვენს თვალწინ იცვლება, ისე რომ ჩვენ (ჩვენი ინტერესები) საერთოდ სათვალავში არ ვართ.
ჩვენი დასავლეთის ლაქია ხელისუფლება კი, (ე.წ. ოპოზიციასაც) დაკავებულია ჯერ კიდევ გაურკვეველ საპრეზიდენტო ბატალიებში, პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატისთვის, გამარჯვების მილოცვით. ცნობისთვის- მექსიკის პრეზიდენტს ჯერ არ მიულოცია ბაიდენისთვის, პროცესი ჯერ არ დასრულებულაო.
სანამ ე.წ. რეალ-პოლიტიკაზე არ გადავალთ, სანამ გეოპოლიტიკურ პროცესების რეალიებში კარგად არ გავერკვევით, მანამდე რთულია რაიმე წარმატებაზე საუბარი.
ამ ხელისუფლების და ამ ე.წ. პოლიტიკური ელიტის ხელში კი- ეს გამორიცხულია!!!

 რევაზ კილასონია