სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე პარტიაში განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს.

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, – აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

წყარო: ptn.ge