შერი: არ დაიღალეთ სომხების მოკვლით, ჯოჯოხეთის ცეცხლი გელოდებათ…

„ჯოჯოხეთის ცეცხლი გელოდებათ აზერბაიჯანელო მკვლელებო!“,-შერილინ სარქისიანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

„ჯოჯოხეთის ცეცხლი გელოდებათ აზერბაიჯანელო მკვლელებო! არ დაიღალეთ სომხების მოკვლით, ჩვენი მიწების წართმევით, ჩვენი შვილების დაობლებით. თქვენ გაქვთ ნავთობი, გყავთ ერდოღანი და ტრამპი“,- წერს შერი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.