ქართველი სოროსისტების მორიგი რუსოფობიული ისტერიკა, ამჯერად, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით

ათწლეულები გადის რაც  მუდმივ რეჟიმში ვისმენთ იაფფასიან რუსოფობიულ გამოსვლებს ხელისუფლებაში მყოფი “ნომერ1” (ნაცი) , თუ “ნომერ 2” (ქოცი), სოროსისტული ძალის წარმომადგენლების მხრიდან. ამჯერად, ნორჩმა სოროსისტმა და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დაიწერა ჩასათვლელი ქულები:

 

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მშვიდობას და პრობლემის სამშვიდობო გზით გადაჭრას ალტერნარტივა არ აქვს. ის ფაქტი, რომ რუსეთის ე.წ სამშვიდობოები არიან იქ, არ შეიძლება იყოს გარანტი იმისა, რომ მშვიდობა იქნება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი და მისი სამშვიდობო ძალები, სამწუხაროდ, ძალიან შორს არიან ნებისმიერი სახით მშვიდობის დამყარებისგან და ისინი თავისი ინტერესების გატარებას შეეცდებიან. პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ შეწყდა შეიარაღებული კონფლიქტი, თუმცა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა შეძლებს თავისი ინტერესების დაცვას საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ამ რეგიონში კიდევ უფრო გაზარდოს თავისი გავლენა ე.წ სამშვიდობო ძალებით”.

ამაზე ბევრი დამიწერია, ბევრიც მითქვამს და არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას, მაგრამ ორი სიტყვით მაინც ვიტყვი: ასეთი განცხადებებით, ეს უდღეური, სორისის მოწამლული რძით ნაკვები და  ვერგაზრდილი ახალგაზრდები, თუ ასაკიანი, ბობოლა კონფორმისტები, საბოლოოდ ასამარებენ ქართველი ერის ოცნებას, ოდესმე მაინც  (ამა თუ იმ ფორმით მაინც) აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ამავდროულად,  მსგავსი პრიმიტიული და  გულისამრევი რიტორიკით, გონებას უმღვრევენ მომავალ თაობებსაც, დღევანდელ ბავშვებს, რომლებიც თავის მსგავსად, სოროსის გამოყვანილ ჯიშად უნდათ გაზარდონ! მსგავსმა, არაკონსტრუქციულმა რიტორიკამ 30 წელი არანაირი შედეგი არ გამოიღო, ვერც გამოიღებდა, რამეთუ ისტორიას არ ახსოვს ზიზღით, გინებით და ძაგებით დაბრუნებული ტერიტორიები და აშენებული ქვეყანა, სამაგიეროდ, ძია სოროსი მილიონებს არ იშურებს რუსოფობიული ფონისა და განწყობების  შექმნისთვის საქართველოში და მათთვისაც ხომ ეს არის მთავარი?!…

  კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

.