თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეთანხმებას კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ მიმართული „სწორი ნაბიჯი“ უწოდა.
სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა რუსეთთან ერთად „სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე“ ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი უნდა დააფუძნოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გააკონტროლებს.
მან ასევე ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებული პირების მთიან ყარაბაღში დაბრუნების მიზნით აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კორიდორის გახსნის აუცილებლობას.
შეგახსენეbთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ.