კონფლიქტის გადაწყვეტა აზერბაიჯანისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გადაცემითაა შესაძლებელი- ჩავუშოღლუ

ამ კონფლიქტის გადაწყვეტა აზერბაიჯანისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გადაცემითაა შესაძლებელი, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, ითვალისწინებს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება გაზახის ოკუპირებული სოფლების გათავისუფლებას.

„უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდება აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ. თუმცა, შეთანხმების საბოლოო მიზანი ყველა ოკუპირებული მიწის გათავისუფლებაა,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარის გაყვანის გრაფიკი უკვე განსაზღვრულია.