“ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც – საქართველო, ყირიმი, მოლდოვა” – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში წლების განმავლობაში მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით არის პოზიტიური განცხადებები, რომ ყველაფერი გაკეთდება მათი სახლებში დასაბრუნებლად.
ჩავუშოღლუს განცხადებით, რეგიონული პრობლემები ასევე უკავშირდება სირიას, ლიბიასა და იემენს. მისი თქმით, ყველა რეგიონული პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზებით უნდა გადაწყდეს.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ დაარღვევს, შესაბამის საფასურს გადაიხდის და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც აზერბაიჯანს სურს, რაც ეხება არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებს.
წყარო: ptn.ge