სომხური მედიის თანახმად, მოძრაობა “ჯავახკის” ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი ერევანში 11 ნოემბერს, დღის 11:00 საათისთვის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე გაჩხრიკეს ჩახალიანის სახლი.
ვაჰგან ჩახალიანი 10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს შორის იყო.
სომხეთის პარლამენტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შეთანხმება შედგა. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
ვაჰგან ჩახალიანი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი.