აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის საკითხზე სამხრეთ კორეასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
ამის შესახებ ბაიდენმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯეი ინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მუნ ჯეი ინმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ბაიდენმა და მუნმა ასევე ისაუბრეს აშშ-სამხრეთ კორეის, ფხენიანის ბირთვული შეიარაღების, კორონავირუსისა და კლიმატური ცვლილებების საკითხზე.
წყარო: ptn.ge