მოსკოვი რომ ანკარას აჰყოლოდა, ეს გამოიწვევდა რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებას- ფიოდორ ლუკიანოვი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებული ომის შედეგებსა და იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება ყარაბაღში ომის დასრულებაზე, „ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო, საგარეო ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, ფიოდორ ლუკიანოვს ესაუბრა.

 

– ბატონო ფიოდორ, როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა აზერბაიჯან-სომხეთს შორის ხდება, ასევე ომის დასრულების შესახებ პუტინ, ალიევისა და ფაშინიანის ერთობლივ განცხადებას?

– სომხეთმა ომი წააგო და იძულებული იყო მიეღო მშვიდობაზე საკმაოდ მძიმე პირობები. ვფიქრობ, ამას უკვე აღარაფერი ეშველება. მხარეები მშვიდობაზე იმიტომ დათანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე რესურსები აღარ ჰქონდათ.

სომხეთმა ომი წააგო და იძულებული იყო მიეღო მშვიდობაზე საკმაოდ მძიმე პირობები. ვფიქრობ, ამას უკვე აღარაფერი ეშველება. მხარეები მშვიდობაზე იმიტომ დათანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე რესურსები აღარ ჰქონდათ

რა იქნება მომავალში სომხეთში, ეს საკითხი ახლა ყველაზე ღიაა. ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი დარტყმის ქვეშაა, მას ომის წაგებაში ადანაშაულებენ. ფაშინიანს კი სდებენ ბრალს ომის წაგებაში, მაგრამ ჯერჯერობით სომხური ჯარი პრემიერ-მინიტრს უჭერს მხარს. ფაქტია, რომ სომხეთში დაწყებულია ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როდის დასრულდება ჯერჯერობით უცნობია.

ვფიქრობ, რომ მომხდარის მთავარი შედეგი, რეგიონში თურქეთის პოზიციების გაძლიერებაა და ამაში ახლა უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. თურქებმა შესანიშნავი პარტია ითამაშეს. ისე მიაღწიეს იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთი საკვანძო მოთამაშე გახდა, რომ არაფერი გაურისკავთ და პირდაპირი მონაწილეობაც არაფერში მიუღიათ.

თურქებმა, შესანიშნავი პარტია ითამაშეს. ისე მიაღწიეს იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთი საკვანძო მოთამაშე გახდა, რომ არაფერი გაურისკავთ და პირდაპირი მონაწილეობაც არაფერში მიუღიათ

რაც შეეხება რუსეთს. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გაძლიერება რუსეთში თეორიულადაც კი არავის არ უნდოდა, მაგრამ იმ რეალობების გათვალისწინებით, რომელიც ახლა არსებობდა, ეს გარდაუვალი იყო. ამ ვითარებაში რუსეთი საკმაოდ ელეგანტურადაც კი მოიქცა. შედეგად, რუსეთის პოზიციებიც გაძლიერდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო ყარაბაღის კონფლიქტი, სადაც რუსული ძალები არ იყვნენ, ახლა კი იქაც გაჩნდნენ.

სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გაძლიერება რუსეთში თეორიულადაც კი არავის არ უნდოდა, მაგრამ იმ რეალობების გათვალისწინებით, რომელიც ახლა არსებობდა, ეს გარდაუვალი იყო. ამ ვითარებაში რუსეთი საკმაოდ ელეგანტურადაც კი მოიქცა. შედეგად, რუსეთის პოზიციებიც გაძლიერდა

– ჯერ კიდევ ალიევი უფროსი იყო წინააღმდეგი ყარაბაღში რუსი სამშვიდოების შეყვანის. ახლა კი, ალიევი უმცროსი ამაზე მაშინ დათანხმდა, როცა სომხეთთან დაპირისპირებაში მას აშკარად ჰქონდა უპირატესობა.

რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი დათანხმდა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების გამოჩენას და სავარაუდოდ, რას აძლევს ეს რუსეთს?

– ალიევი უფროსი იმყოფებოდა წაგებული ომის მდგომარეობაში, ალიევი უმცროსი კი ახლა ომში მოგებულის სიტუაციაშია. ეს კი პრინციპულად განსხვავებული მდგომარეობებია.

იმ კონფიგურაციით, რაც ახლაა ჩამოყალიბებული, მართალია აზერბაიჯანს სრულად არ დაუბრუნებია მთლიანი ყარაბაღი, მაგრამ, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ბაქოს ამგვარი ამოცანა ჰქონდა.

ომის შედეგად აზერბაიჯანმა მაქსიმალურად გაიმყარა თავისი პოზიციები და შეძლო ის, რომ ყარაბაღი აღმოჩნდა წერტილი, რომელსაც არ აქვს გარედან დახმარების მიღების შესაძლებლობა. ეს მათ შეძლეს.

რაც შეეხება რუსეთის მშვიდობისმყოფელებს. ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანალებიც იყვნენ დაინტერსებული ყარაბაღის ნაწილში რუსი სამშვიდოებოების გამოჩენით, ვინაიდან არავის არ უნდა ამ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფის ვითარება ყოფილიყო.

ალიევი უფროსი იმყოფებოდა წაგებული ომის მდგომარეობაში, ალიევი უმცროსი კი ახლა ომში მოგებულის სიტუაციაშია. ეს კი პრინციპულად განსხვავებული მდგომარეობებია

თუ აზერბაიჯანი სტეპანაკერტს სამხედრო ძალის გამოყენებით აიღებდა, სტეპანაკერტში და მის ირგვლივ სომხებით დასახლებულ ადგილებში რომ სწორედ ჰუმანიტარული კატასტროფა იქნებოდა, უდავოა. ამას კი ისეთი არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რომ ეს ყველასთვის ცუდი იქნებოდა. მათ შორის თავად აზერბაიჯანისთვისაც.

ახლა კი ვითარება ასეთია – აზერბაიჯანმა პასუხისმგებლობა ყარაბაღის იმ ნაწილზე, სადაც სომეხი ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ, რუსეთს დააკისრა. ეს ვითარება აზერბაიჯანისთვის საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულიც კია.

აზერბაიჯანელებიც იყვნენ დაინტერესებულნი ყარაბაღის ნაწილში რუსი სამშვიდოებოების გამოჩენით, ვინაიდან არავის არ უნდა ამ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფის ვითარება ყოფილიყო

– სამშვიდობოებთან დაკავშირებით თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. პრეზიდენტ პუტინის პრესსამსახურის უფროსმა პესკოვმა განაცხადა, რომ არ იგეგმებოდა ყარაბაღში თურქი მშვიდობისმყოფლების მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ თურქი მშვიდობისმყოფელები მანდ 2600 იქნებიან, ხოლო რუსი სამშვიდობოები 1600.

მხარეები თავიდან ამაზე არ იყვნენ შეთანხმებული თუ შემდეგ მოუწიათ კორექტივების შეტანა, გაუგებარი დარჩა.

რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რომ კონფლიქტურ ზონაში თურქი სამშვიდობოების გამოჩენასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა?

– მთავარია, თუ რა იგულისხმება სამშვიდობო ძალებში. სამშვიდობოები არიან ძალები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პერიმეტრზე არიან განლაგებული და მხარეებს ერთმანეთისაგან თავდასხმების პრევენციას ახდენენ. ამ ფუნქციას რუსი სამშვიდობოები შეასრულებენ. თურქ სამშვიდობოებს ეს ფუნქცია არ ექნებათ.

საუბარია კონფლიქტის მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე, რომელიც რუსულ-თურქული იქნება. მაგრამ, ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ ცენტრში უმეტესად თურქები იქნებიან. ისინი სამშვიდობიები არ არიან, ისინი დამკვირვებლები არიან. დანარჩენი კი რაც ამ თემას უკავშირდება, სიტყვების თამაშია.

აზერბაიჯანმა პასუხისმგებლობა ყარაბაღის იმ ნაწილზე, სადაც სომეხი ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ, რუსეთს დააკისრა. ეს ვითარება აზერბაიჯანისთვის საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულიც კია

მე არა მგონია, რომ კონფლიქტის ზონაში თურქი დამკვირვებლები იმდენივე იქნებიან, რამდენიც რუსი სამშვიდობოები. ასე იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ ეს თავად მათ არ დასჭირდებათ.

რუსული მხარე არ მოიტყუება და იტყვის, რომ თურქები კონფლიქტის ზონაში იქნებიან, ეს კი აზერბაიჯანულ მხარეს მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ყარაბაღში რუს სამშვიდობოებთან ერთად თურქი სამშვიდობოებიც არიან.

საუბარია კონფლიქტის მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე, რომელიც რუსულ-თურქული იქნება. მაგრამ, ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ ცენტრში უმეტესად თურქები იქნებიან. ისინი სამშვიდობოები არ არიან, ისინი დამკვირვებლები არიან. დანარჩენი კი რაც ამ თემას უკავშირდება, სიტყვების თამაშია

– ბაქოში დარწმუნებული არიან, რომ ყარაბაღში დარჩენილი 80 ათასი სომეხი მიიღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას, იქნება სომხებით დასახლებული ერთი რაიონი და ყარაბაღს არანაირი განსაკუთრებული სტატუსი არ ექნება. მაგრამ მათ ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორც აზერბაიჯანის დანარჩენ მოქალაქეებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყარაბაღში დაახლოებით ისეთი ვითარება იქნება, რა იმედებიც ბაქოში აქვთ?

– არა არა მგონია. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხებს შორის ხდებოდა 1988 წლიდან მოყოლებული, ან თუნდაც სულ ახლახანს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორი ისტორია აქვს სომხებისა და თურქების ისტორიას წინა პერიოდებში, მე მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ გადაწყვეტს 80 ათასი სომეხი აზერბაიჯანში დარჩენასა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას. ვფიქრობ, რომ მოვლენათა ამგვარის სცენარით განვითარება არარეალურია.

რუსული მხარე არ მოიტყუება და იტყვის, რომ თურქები კონფლიქტის ზონაში იქნებიან, ეს კი აზერბაიჯანულ მხარეს მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ყარაბაღში რუს სამშვიდობოებთან ერთად თურქი სამშვიდობოებიც არიან

მესმის, რომ ახლა ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით წინსვლა არაა მოსალოდნელი. მაშინ, როცა სომხებთან მოლაპარაკებების თეორიული შანსები არსებობდა, აზერბაიჯანი ყარაბაღის სხვადასხვა სტატუსს სთავაზობდა მათ, მაგრამ მაშინ სომხები ცდილობდნენ თავისი პოზიციების კარნახს, როგორც ომში გამარჯვებული მხარე. ახლა ომში გამარჯვებული მხარე აზერბაიჯანია.

ჩემი დაკვირვებით, აზერბაიჯანული მხარე თვლის, რომ მომხდარი მხოლოდ პირველი ეტაპია, მეორე ეტაპზე აზერბაიჯანი შეძლებს ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორიის ათვისებასა და გადაყლაპვას. თუ სომხები დარჩებიან, პრობლემა არაა, თუ წავლენ, ამაზეც არავინ იდარდებს.

ჩემი აზრით, აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტში შემდეგი ეტაპი ახლად ჩამოყალიბებულ სტატუს-კვოსთან შეგუების პერიოდი იქნება. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ყარაბაღის სომხების მდგომარეობა უმძიმესი იქნება. ვგულისხმობ განწყობებსა და იმას, სავარაუდოდ, თუ რას შეიძლება ისინი ფიქრობდნენ.

ახლა ყარაბაღელი სომხები სრულად არიან დამოკიდებული სომხეთზე, რომელიც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია და რუსეთზე. რუსეთი მათ მიმართ თავის მოვალეობებს შეასრულებს, მაგრამ ფაქტია, რომ მას რეგიონში თავისი ინტერესები აქვს. რუსეთის ინტერესები და ყარაბაღელი სომხების ინტერესები ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა.

მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ გადაწყვეტს 80 ათასი სომეხი აზერბაიჯანში დარჩენასა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას. ვფიქრობ, რომ მოვლენათა ამგვარის სცენარით განვითარება არარეალურია

– რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყარაბაღელ სომხებს, რომლებიც ახლა სომხეთის მოქალაქებიც არიან, რუსეთმა რუსული პასპორტები დაურიგოს, როგორც თავის დროზე რუსული პასპორტები დაურიგდათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს?

– მეეჭვება, რომ რუსეთმა ყარაბაღელ სომხებს რუსული პასპორტები დაურიგოს ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს. ახლა ყარაბაღში განსხვავებული სიტუაციაა.

აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტში თავიდანვე არ ყოფილა გათვალისწინებული რუსეთის ინტერესები. გარდა ამისა, ახლა სხვა სიტუაცია და სხვა დროა.

ჰიპოტეტურადც კი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა ყარაბაღელ სომხებს რუსეთის პასპორტები დაურიგა, ეს იქნებოდა რუსეთის მხრიდან იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ იგი საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად იომებს. ანუ აიღებს ვალდებულებას იბრძოლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომლის უკან თურქეთი დგას. სრულიად გაუგებარი იქნებოდა ასახსნელად რაში შეიძლება სჭირდებოდეს რუსეთს ამგვარი რამ.

ახლა ყარაბაღელი სომხები სრულად არიან დამოკიდებული სომხეთზე, რომელიც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია და რუსეთზე. რუსეთი მათ მიმართ თავის მოვალეობებს შეასრულებს, მაგრამ ფაქტია, რომ მას რეგიონში თავისი ინტერესები აქვს. რუსეთის ინტერესები და ყარაბაღელი სომხების ინტერესები ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა

სრულიად უგუნური უნდა იყო გინდოდეს ისეთი ნაალაფარი, როგორიცაა აუღიარებელი ყარაბაღის ანკლავის მიღება, სადაც სომხები ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

– ბაქოში თვლიან, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის ნეიტრალური პოზიცია უკავშირდებოდა რუსეთის სურვილს თავად მიეღო მონაწილეობა კონფლიქტის მოწესრიგებაში.

მეტიც, თუ რუსეთი მხარს სომხეთს დაუჭერდა, მაშინ მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში სომხეთით შემოიფარგლებოდა, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარიც არ აქვს.

ბევრი თვლის, რომ ახლა უკვე არა მარტო ერევანი და ფაშინიანია დამოკიდებული კრემლზე, არამედ ბაქო და გარკვეულწილად ალიევი უმცროსი. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

– ახლა ალიევიც დამოკიდებულია კრემლზე, მაგრამ მხოლოდ მართლაც გარკვეულწილად. კრემლზე ფაშინინისა და ალიევის დამოკიდებულებების ხარისხს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ამ მომენტისათვის ერევანი კრემლზე ბევრად მეტადაა დამოკიდებული. ბაქო კი კრემლთან მიმართებაში უფრო მეტ ურთიერთკავშირშია.

ჰიპოტეტურადაც კი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა ყარაბაღელ სომხებს რუსეთის პასპორტები დაურიგა, ეს იქნებოდა რუსეთის მხრიდან იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ იგი საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად იომებს. ანუ აიღებს ვალდებულებას იბრძოლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომლის უკან თურქეთი დგას. სრულიად გაუგებარი იქნებოდა ასახსნელად რაში შეიძლება სჭირდებოდეს რუსეთს ამგვარი რამ

კრემლთან ბაქოს მეტად ურთიერთკავშირი გახდა იმის წინაპირობა, რომ აზერბაიჯანმა შეძლო იმ ამოცანების გადაჭრა, რაც ჰქონდა მიზნად დასახული. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომში ბაქოს სხვა პარტნიორი და მოკავშირე ჰყავდა.

ახლა ალიევიც დამოკიდებულია კრემლზე, მაგრამ მხოლოდ მართლაც გარკვეულწილად. კრემლზე ფაშინიანისა და ალიევის დამოკიდებულებების ხარისხებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ამ მომენტისათვის ერევანი კრემლზე ბევრად მეტადაა დამოკიდებული

დიახ, თავიდანვე ჩანდა, რომ რუსეთს ძალიან არ უნდოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომში რომელიმეს მხარეს ყოფილიყო. მეჩვენება, რომ ასეთი მიზანი ანკარას აშკარად ჰქონდა.

ანკარის მიზანი ასე ჩანდა – ჩვენ აზერბაიჯანის მხარეს ვართ, თქვენ სომხეთის და ახლა მოდით, ვისაუბროთ. მოსკოვი რომ ანკარას აჰყოლოდა, სწორედ ეს გამოიწვევდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირებას. რუსეთმა მოვლენათა ასეთი განვითარებისაგან თავის დაღწევა შეძლო.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სომხეთში მომხდარის გამო ყველა რუსეთს ადანაშაულებს. ჩემი აზრით, სომხეთში რუსეთს სულ ტყუილად ადანაშაულებენ.

უნდა ითქვას, რომ რუსეთმა სომხეთს საკმაოდ დიდი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ის, რომ სომხებმა ვერ შეძლეს თავისი სამხედრო რესურსის გამოყენება, ეს მათი პრობლემაა.

ყველას ყოველთვის ესმოდა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთი არაა. რუსეთს სომხეთისთვის არასდროს მიუცია იმის გარანტია, რომ ყარაბაღში ომის შემთხვევაში სომხეთს დაეხმარებოდა. მეტსაც გეტყვით, სამართლებრივი თვალსაზრისით არც სომხეთს არასდროს უთქვამს რომ ყარაბაღი ცალკე სახელმწიფოა და მას იგი არ უღიარებია. სხვათა შორის, ეს უცნაურიც კი იყო. ერევანი რომ ასე მოქცეულიყო, ეს ბუნებრივიც კი იქნებოდა, მაგრამ მას არც ეს გაუკეთებია.

რუსეთს თავიდანვე ჰქონდა პოზიცია დაფიქსირებული, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცავდა სომხეთს, რაც შეეხება ყარაბაღს, ბოდიში, მაგრამ ეს ჩვენი თავის ტკივილი არაა. ის, რომ ამ უბედურებაში რუსეთი მოწვეული მხარე აღმოჩნდა, ეს რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მიღწევა და წარმატებაა.

კრემლთან ბაქოს მეტი ურთიერთკავშირი გახდა წინაპირობა, რომ აზერბაიჯანმა შეძლო იმ ამოცანების გადაჭრა, რაც ჰქონდა მიზნად დასახული. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომში ბაქოს სხვა პარტნიორი და მოკავშირე ჰყავდა

– ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის შედეგებით ბევრი რამ შეიცვლება. მეტიც, ახლა იმასაც კი ამბობენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შედეგებით კონკრეტულად რა შეიცვალა და რა გავლენას იქონიებს იგი სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე?

– შეიცვალა ის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გამოჩნდა თურქეთი, როგორც საკვანძო მოთამაშე. ვფიქრობ, რომ ეს გავლენას იქონიებს არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ, კერძოდ, საქართველოს მიმართ ურთიერთობებზე. მომხდარის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასაიში უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებს.

რუსეთს თავიდანვე ჰქონდა პოზიცია დაფიქსირებული, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცავდა სომხეთს, რაც შეეხება ყარაბაღს, ბოდიში, მაგრამ ეს ჩვენი თავის ტკივილი არაა. ის, რომ ამ უბედურებაში რუსეთი მოწვეული მხარე აღმოჩნდა ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მიღწევა და წარმატებაა

თუ უფრო განვაზოგადებთ, შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი იყო მაგალითი პოსტსაბჭოთა პერიოდის დასასრულის. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომამდე კონფლიქტის კონფიგურაცია იყო ისეთი, როგორც იგი იქნა განსაზრული საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში.

შემდეგ იყო 1993-194 წლების ომი, რომელიც სომხეთის გამარჯვებით დასრულდა და შეიქმნა ის სტატუს-კვო, რომელიც, თავის მხრივ, გაგრძელება იყო იმისა, რაც სსრკ-ს დაშლამდე განისაზღვრა. ასე გაგრძელდა 25 წელი და ახლა ეს დასრულდა.

ამ თვალსაზრისით, სავსებით ლოგიკურია ის, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში აღარაა ერთადერთი გარე ფაქტორი. აქ უკვე არის თურქეთი. ეს უკვე აღარაა პოსტსაბჭოთა სქემა, ეს უფრო მე-19 საუკუნის სქემაა. ვგულისხმობ იმპერიების სამეზობლოში ტერიტორიებზე იმპერიების მოქმედებას. ვფიქრობ, რომ შემდეგი პროცესები სწორედ ამ კონტექსტში განვითარდება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში გამოჩნდა თურქეთი, როგორც საკვანძო მოთამაშე. ვფიქრობ, რომ ეს გავლენას იქონიებს არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ კერძოდ საქართველოს მიმართ ურთიერთობებზე. მომხდარის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებს

თუ ახლა ეს შეეხო აზერბაიჯანს, სომხეთსა და ყარაბაღს, ვფიქრობ რომ მომავალში ეს შეეხება სხვა ტერიტორიებს და პრობლემებს, რომელიც სსრკ-სგან მემკვიდრეობით არსებობენ. ფაქტია ისიც, რომ ახლა ამ პრობლემების გადაწყვეტა სრულიად სხვა კონტექსტის პირობებში განვითარდება.

– ხომ არ გულისხმობთ თქვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

– აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან ამ საკითხებში რუსეთს პოზიცია მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული. სომხეთისაგან განსხვავებით, რომელმაც არ აღიარა ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

თუ უხეშად ვიტყვით, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის საკითხებში თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა – ეს ჩემია და ხელი არ ახლო. შექმნილ ვითარებაში ამ საკითხებში ძნელია რამე შეიცვალოს. მით უმეტეს, რომ საქართველო არაა იმ მდგომარეობაში შეეცადოს კონფლიქტების ისე გადაწყვეტას, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთაა.

სავსებით ლოგიკურია ის, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში აღარაა ერთადერთი გარე ფაქტორი. აქ უკვე არის თურქეთი. ეს უკვე აღარაა პოსტსაბჭოთა სქემა, ეს უფრო მე-19 საუკუნის სქემაა. ვფიქრობ, რომ შემდეგი პროცესები სწორედ ამ კონტექსტში განვითარდება

– ეს კითხვა იმის გამო დავსვი, რომ თქვენ თქვით – აზერბაიჯან-სომხეთის ომის შედეგები სხვა პრობლემურ საკითხებზე აისახება. დავიჯერო მხედველობაში გქონდათ უკრაინა, დონბასი, ყირიმი, ან საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით დარჩენილი დნესტრისპირების კონფლიქტი, ანაც ბელორუსის გააქტიურებული თემა?

– მე მხედველობაში არ მქონდა გაყინული კონფლიქტები. მხედველობაში მქონდა ის, რომ ყოფილი სსრკ-ს სივრცეში მოქმედების ლოგიკა და ქცევის მოტივები მაგალითად რუსეთის, უკვე შეიძლება იყოს სხვაგვარი.

სხვათა შორის, ჩვენ ამას უკვე ვხედავთ არა მხოლოდ ყარაბაღში, არამედ სხვაგანაც. ბევრი თვლიდა, რომ რუსეთი აქტიურად ჩაერეოდა ყირგიზეთში განვითარებულ პროცესებში, მაგრამ მოსკოვი არ ჩარეულა და ჩათვალა – ყირგიზებმა თავად გაარკვიონ რა უნდათ.

თუ უხეშად ვიტყვით, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის საკითხებში თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა – ეს ჩემია და ხელი არ ახლო. შექმნილ ვითარებაში ამ საკითხებში ძნელია რამე შეიცვალოს. მით უმეტეს რომ საქართველო არაა იმ მდგომარეობაში, შეეცადოს კონფლიქტების ისე გადაწყვეტას, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა

ბევრი ასევე თვლიდა, რომ რუსეთი ასევე აქტიურად ჩაერეოდა ბელარუსში მიმდინარე პროცესებში. მაგრამ ასე არ მოხდა. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ხელად შეიცვალა.

მაგრამ, ჩვენ ვხედავთ იმის მკაფიო ნიშნებს, რომ სსრკ-ს ყოფილ სივრცეში იწყება მოქმედების სრულიად სხვა ლოგიკა. თავად რუსეთი და სხვებიც სხვაგვარად იწყებენ თავისი პრიორიტეტების გააზრებას – რა სჭირდებათ, რა სჭირდებათ ნაკლებად და რა არ სჭირდებათ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი