“ქართული ოცნებისა” და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერები შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ.

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი, მმართველი პარტიიდან – არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძე, “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი და “ლეიბორისტული” პარტიიდან შალვა ნათელაშვილი ესწრებიან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გააყალბდა და შეხვედრაზე ამის შესახებ აპირებენ საუბარს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

წყარო: bfm.ge