რუსეთი აფხაზეთისთვის ნომერ პირველ პარტნიორად რჩება, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან“ სოჭში გამართულ შეხვედრაზე.
„ახლა გვაქვს შესაძლებლობა მშვიდ გარემოში ვისაუბროთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები. სამწუხაროდ, პანდემია გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, თუმცა რუსეთი აფხაზეთისთვის ნომერ ერთ პარტნიორად რჩება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა „პანდემიის დროს მხარდაჭერისთვის“.