სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:
„ასეთ საშინელ დროში თუ მომიწევდა მუშაობა მართლა ვერ წარმოვიდგენდი…
თანამშრომელს (ოდნავ ასაკოვანი ქალბატონია) ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა და ათასობით პაციენტის გადამრჩენელი, საამაყო ექიმი, სახლში წავიდა, კლინიკაში არ დარჩა…
მე ჩემს თავს სახლშიც მივხედავ როგორმეო, აქ საწოლს ვერ დავაკავებ, რა იცით ვის როგორ სჭირდებაოო…
ასეთ ადამიანებზე დგას, დღეს ჩემი ქვეყანა… (დიდი სიამოვნებით დავწერდი მის სახელს და გვარს, მაგრამ უფლება არ მომცა)“.
„პრაიმტაიმი“