„თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ არავინ არ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, – ამ სიტყვებს ურთავს BBC-ის ჟურნალისტი თავის სიუჟეტს, რომელიც ქალაქ კარვაჩარში არსებულ ვითარებას ასახავს.
„აქ, ქალბაჯარის რაიონში ზოგიერთი სომეხი მოქალაქე თავის სახლებს წვავს, რათა ის აზერბაიჯანს არ გადაეცეს“, – წერს ჟურნალისტი.
სამმხრივი შეთანხმებით, ქალაქი კარვაჩარი, რომელიც კელბაჯარის რაიონში მდებარეობს, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.