ერევანში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 60-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

ერევანში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 60-ზე მეტი მომიტინგე, მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერები.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაა.

ოპოზიცია სომხეთის პრემიერის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

“რუსთავი2”