ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის 1 მილიონი ევრო გამოყო.
ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის 1 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.
ჯოზეფ ბორელს 12 ნოემბერს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.
„ჟოზეფ ბორელიმ ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა სრულად უნდა იქნას დაცული და განხორციელებული ორივე მხარის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება, შესაძლოა, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების გზაზე პირველი წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს” – აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: cyc.ge