გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის განაჩენი ცნობილია.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

აღნიშნულ საქმეზე პროკურორის ინფორმაციით, 55-მდე მოწმე დაიკითხა, რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს – 11 სრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

წყარო: ptn.ge