რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თურქი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში არ განთავსდებიან.
რუსეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საუბარია რუსულ-თურქულ სამონიტორინგო ცენტრზე, რომელიც აზერბაიჯანში განთავსდება და ყარაბაღთან ახლოს არ იქნება.
„სამინიტორინგო ცენტრი მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს, ობიექტური კონტროლის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც ადგილზე სიტუაციის კონტროლის საშუალებას იძლევა. ცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება და გასვლითი მისიები გათვალისწინებული არ არის. ამ ცენტრში რუსი და თურქი სპეციალისტები იმუშავებენ. თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო დანაყოფებს არ გააგზავნის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.