როდესაც ადამიანებს პოლიტიკური მიზეზის გამო არ უშვებ ქუჩაში და თავად კი ამ დროს VIP ცხოვრება გაქვს მოწყობილი

„ტეხავს“, როდესაც ადამიანებს პოლიტიკური მიზეზის გამო არ უშვებ 10 საათის მერე ქუჩაში და ამ დროს VIP ცხოვრება გაქვს მოწყობილი – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ გამართულ მატჩზე მმართველი გნდის წევრების დასწრებას ეხმაურება. როგორც უგულავა ამბობს, მსგავსი ქმედება არის საზოგადოების მეორეხარისხვნად გამოცხადება.

„სრულიად აღმაშფოთებელი რაც ვნახეთ, ადამიანურად ვიტყვი. „ტეხავს“, როდესაც ადამიანებს პოლიტიკური მიზეზის გამო არ უშვებ 10 საათის მერე ქუჩაში და მერე აჯარიმებენ და ამ დროს VIP ცხოვრება აქვს მოწყობილი მთავრობას, ეს შეურაცხმყოფელია. ეს ნიშნავს იმას, რომ კასტა არის ვისთვისაც ყველაფერი შეიძლება და ხალხი არსებობს ვისთვისაც არაფერი შეიძლება. გუშინდელი დღით გაფორმდა სამარცხვინო რაღაცა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ საზოგადოება გამოგვაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინებენ, ესწრებიან ფეხბურთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში რეჟიმი გაფორმდა, რომელმაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მეორეხარისხოვნად გამოაცხადა“, – განაცხდა უგულავამ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ საფეხბურთო მატჩზე კორონავირუსის გავრცელების გამო მაყურებლების დაშვება აკრძალული იყო, თუმცა მატჩს ესწრებოდნენ კახა კალაძე, კობიაშვილი და ფედერაციის სხვა წევრები.

წყარო: ghn.ge