თბილისის მერიას ნაძვის ხის გაფორმება, ტოტებისა და წიწვების დამატება 195 800 ლარი დაუჯდება

თბილისის მერიას ნაძვის ხის გაფორმება, ტოტებისა და წიწვების დამატება 195 800 ლარი დაუჯდება. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზეა მოცემული.

ხელშეკრულებაში მიხედვით, მომსახურება მოიცავს საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და აქსესუარების, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევი მომსახურების შეძენას, კერძოდ:

– არსებული ნაძვის ხის ტოტების (83 ცალი) გადაკეთებას ახალ ზომებზე.
– ახალი 139 ცალი ტოტის დამზადებას (ღერძი – რკინის მილი 25 მმ დიამეტრის. განშტოება 8მმ დიამეტრის რკინა. შეფუთული არსებული ხელოვნური წიწვის იდენტური ახალი ხელოვნური წიწვით და ერთ ტოტზე 2 ასევე 10 მეტრიანი იდენტური სტრინგით).
– წიწვების და გირლიანდების გადატანა ახლად დამზადებულ ტოტებზე, 300 ცალი სტრინგი ზომით: 10 მეტრი;
– ახალი ტოტებისთვის სამაგრების დამზადება;
– რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვა;
– ასევე, ხელშეკრულების საგანია 70-ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლიანდა.
– მათ შორის, 103 850 ლარი ტოტებისა და წიწვების გადაკეთებისთვის არის გაწერილი, ხოლო 70 950 ლარი 70-ნათურიანი გირლანდისთვის. ასევე, 21 000 ლარი ჯდება 10-მეტრიანი სტრინგი კაბელით.

წყარო: itv.ge