კრიტიკული დღეები უდგას ოცნებას!
ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამ გადაწყვეტილებით სრულ ლუსტრაციას გაიკეთებს თავის ელექტორატთანაც (გონიერ ამომრჩეველს ვგულისხმობ,ფეტიშისტებს აღარ ვეხები) და გარე სამყაროსთანაც!
თუ დაყვა ოპოზიციის მოთხოვნებს ფაქტიურად აღიარებს,რომ გააყალბა არჩევნები,ამის აღიარება კი იმას ნიშნავს,რომ საზოგადოებას(ძველიბიჭები იქნებიან თუ ნებისმიერი ოცნების გულშემატკივარი იგრძნობს ოცნება ვეღარააა სათანადო ,,კრიშა” რაც სრულ დემორალიზაციას გამოიწვევს როგორც შსს-ში ასევე სუს-ში სადაც ისედაც მრავლადააა ჩანერგილები)!
რჩება მეორე გზა გაჯიუტდეს და მიაწვეს პირველ ჩვენებას
გააგრძელოს მეორე ტური.ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში ერთპარტიულ პარლამენტს ღებულობს რომელსაც ბიუჯეტის დამტკიცებაზე ქვორუმი არ ეყოფა(100 კაცია საჭირო) ((( შემდგომში გავარკვიე 76 ხმა სჭირდება)))მორალური მხარე, ერთპარტიულობაც ,რომ არ გაითვალისწინოს!
ბიძინას და ოცნებას რჩება ერთადერთი გზა ქვეყანაში არეულობის,დესტაბილიზაციის გადასარჩენად და თავის თავზე საზრუნად!
დაინიშნოს გაზაფხულზე ახალი არჩევნები თავისი კორუმპირებული და უნამუსო ცსკოს ხელმძღვანელობის გამოცვლით და ბიძინამ უნდა მიმართოს ბოდიშებით იმ ხალხს რომელთაც მის მოსვლაში ლომის წილი ჩადეს, მან ჩარეცხა და არც წყალობს, რახან ღირსეულები არიან და არ შეეცადნენ ვაზელინი წაესვათ თავზე!
ვიცი ჯიუტი ბიძინა დამცირებად ჩათვლის ამას ,მაგრამ იცოდეთ ბატონო ბიძინა სხვა შემთხვევაში შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს თქვენი და თქვენი ავლადიდების საკითხი!
გულწრფელად არ მსურს ადამიანს აუგი ვუსურვო!
გია კორკოტაშვილი