ჩვენ შეიძლება ერთადერთი პოზიტივი დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს. გაერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა – ამის შესახებ რუსთაველზე გამართულ აქციაზე, ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ბიძინა ივანიშვილს თავისდაუნებურად მოუვიდა.
“ჩვენ შეიძლება ერთადერთი პოზიტივი დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს. გაერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა. მაგრამ ეს თავისდაუნებურად მოუვიდა. არ ელოდა, ფიქრობდა, რომ ჩვენ გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას, როგორც წესი და რიგია ქართულ სინამდვილეში და ამასობაში ის გადაიქცეოდა მეფე ბიძინ პირველად. მაგრამ, გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო: ptn.ge