გულბაათ რცხილაძე კიშინიოვიდან: როგორ უტევენ სოროსისტები სახელმწიფოებრიობას, ურჩევნიათ ქვეყანა დაშალონ, ოღონდ რუსეთთან დაპირისპირება გახურდეს!

რამდენიმე დღეა, უკვე მოლდავეთის დედაქალაქში ვარ და ვაკვირდები მოვლენებს საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ.
გამოვაქვეყნებ რამდენიმე მასალას, თუ როგორ უტევენ სოროსისტული ძალები მოლდავეთის სახელმწიფოებრიობას და სურთ, ქვეყანა დაშალონ, ოღონდ კი რუსეთთან დაპირისპირება “გახურდეს”. სანამ რეპორტაჟები იქნება სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული, ზოგადი შთაბეჭდილებები:
ხალხი თავაზიანი, კეთილგანწყობილია კიშინიოვში, რუსულად ყველა გპასუხობს, თანაც თითქმის ყველა – სუფთა რუსულით. მერე დავაკვირდი, ბევრი ერთმანეთშიც რუსულად საუბრობს.
– არ არის მდიდარი ქალაქი და ქვეყანა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაკლები გამოლაყებული და დაბოლილი სიფათები, სიმპატიური მოლდოვანკები (მაგრამ სოციალურ დისტანციას მათგანაც ვიცავ:დდ).
რაც შეეხება ე.წ. კოვიდს – არ არის ის დამთრგუნველი ვითარება, რაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშია, ხალხი ქუჩაში თავისუფლად, ნიღბების გარეშე დადის, მაღაზიებში – როგორც ჩვენთან. მაგრამ რა შევამჩნიე – არ ეშინიათ, რომ პოლიცია ჩასაფრებულია და დაჯარიმების მოლოდინშია! ანუ ადამიანური დამოკიდებულებაა, შესაბამისად, მეტი მომღიმარი და სასიამოვნო სახეა გარშემო.
არ არის არანაირი კომენდანტის საათი. თუ გაიმარჯვა დასავლეთის ბოზბანდამ, რა შეიცვლება, არ ვიცით.
– ფასები კვების ობიექტებში დაახლოებით თბილისის დონის.
– დადის ტროლეიბუსი. ყურთასმენა არ მიაქვს მოპედებს და მსგავს “დელივერებს”.