“თამარ ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა და გაფორმდა გაყალბებული, არშემდგარი არჩევნები, ბედავს და ამბობს, არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო” – ამის შესახებ რუსთველის გამზირზე გამართულ აქციაზე ნიკა მელია აცხადებს.
მისი თქმით, თამარ ჟვანია, თუნდაც სამი დღით, აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში.
“ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი. გონს მოეგეთ ქალბატონო ჟვანია! არასდროს არ მისურვებია არავისთვის თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, პატიმრობისთვის, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი, უკიდურესად მოღალატეობრივი და მას არ უნდა ეპატიოს, ის თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამი დღით, აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, იმიტომ, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გაბედოს, თქვენ რომ ხმას მისცემთ, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ, ჩვენში არის ძალა და ეს ძალა არის სულ უფრო და უფრო მზარდი, პროტესტი სულ უფრო და უფრო მძაფრი გახდება. ორი არჩევანი აქვს რეჟიმს, ან ის ძალიან მტკივნეულად მარცხდება და დაენარცხება ძირს, ან მშვიდობიანად ჩაბარდება ქვეყნის მოსახლეობას, არ არსებობს მეტი ალტერნატივა” – განაცხადა ნიკა მელიამ.
წყარო: ptn.ge