ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს-ს სხდომიდან გააძევეს, მაგრამ დეპუტატი სხდომას არ ტოვებს – მწვავე დაპირისპირება შემაჯამებელ სხდომაზე!!! …
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს სხდომიდან გააძევეს, თუმცა გოგორიშვილმა ადგილი არ დატოვა. სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“საოლქო შემაჯამებელი ოქმი არის ერთადერთი რამე – შეკრება საუბნო ოქმების. როდესაც ორს პლუს ორი ოქმში რომ არის ხუთი, ამას ვასაჩივრებთ. იმ ოლქში რომ ორი წერია და ხუთი რომ უნდა ეწეროს ან ჩვიდმეტი ამას ვასაჩივრებთ. ამიტომ არის საჭირო, საოლქო შემაჯამებლებზე როდესაც ვლაპარაკობთ, უბნების შედეგებზე საუბარი და იქ არსებულ დარღვევებზე საუბარი”, — განაცხადა გოგორიშვილმა სხდომაზე.
გოგორიშვილი თამარ ჟვანიას უსვამდა კითხვას იმის შესახებ, თუ რას აჯამებდა მესამე საკითხში, უბნებიდან შემოსულ ოქმებს, თუ ოლქებიდან.
“თუ საოლქოს ოქმებით აჯამებს, მაშინ არ შეიძლება რომ დღეს შეჯამდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საოლქო ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს ხვალ სასამართლოში, პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოში და ზეგ კიდევ აპელაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს შეჯამების უფლება არ აქვთ. რომ თქვას რომ საოლქოთი ვაჯამებო, უნდა აღიაროს, რომ არ აქვს შეჯამების უფლება. რომ თქვას რომ საუბნოთი ვაჯამებო, მაშინ უნდა თქვას, რომ უბან-უბან უნდა განვიხილო საჩივრები” – თქვა გოგორიშვილმა.
გოგორიშვილს საუბრის უფლება ჩამოერთვა და სიტყვა ლევან თარხნიშვილსა და გიორგი კანდელაკს გადაეცათ. მოგვიანებით გოგორიშვილს თამარ ჟვანიასთვის კითხვის დასმა უნდოდა, რაზეც ჟვანიამ მოითხოვა, რომ გოგორიშვილს საუბრის უფლება არ მისცემოდათ. დაცვის თანამშრომელმა გოგორიშვილის ტრიბუნიდან გაყვანა სცადა და მიკროფონი წაართვეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც განიხილება ოპოზიციის მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები.
წყარო: on.ge