“ერთი რამ დავიმახსოვროთ ძალიან მკაფიოდ, რომ თუკი რეჟიმს ვინმესი ეშინია და ცახცახებს, ეს არის რუსთაველის გამზირი და ეს არის ქართველი ხალხი!
ეს ორი პროცესი, ერთის მხრივ მშვიდობიანი მანიფესტაცია და აქციები და, მეორეს მხრივ, მოლაპარაკება თქვენი სახელით, ერთი პროცესია. უახლოეს დღეებში ჩვენ ამაში დავრწმუნდებით. დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი საკუთარ თავს არ დაამარცხებს საკუთარი ნებით და ძალიან მინდა ამაში არ ვიყო დარწმუნებული”.
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამვლის დროს განაცხადა.
წყარო: on.ge