არა აბრამიანი ნიკოლ ფაშინიანს მიმართავს, რომელსაც ქალაქი შუში არ მოსწონდა – “უსახური იყო”

სომხური საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი, რომელმაც აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკა აწარმოა ყარაბაღთან მიმართებაში, შემდეგ კი არასაკმარისი ძალებით აბრძოლა სომხეთი მის დასაცავად. რუსეთში სომხური დიასპორის ლიდერმა, მსოფლიო სომხური კონგრესის პრეზიდენტმა, არა აბრამიანმა შემდეგი შინაარსის მიმართვა გაუგზავნა ფაშინიანს:

”ბატონო ფაშინიან, ამჯერად ქალაქი შუში გახდა თქვენი დამამცირებელი რიტორიკის ობიექტი. ერთი წლის წინ, რუსეთის სომეხთა კავშირმა, შეასრულა რუსი მწერლისა და პუბლიცისტის კიმ ბაქშის ანდერძი, რომელსაც უსასრულოდ უყვარდა სომხეთი და არცახი, რომელიც გახლდათ ავტორი წიგნისა “არცახის სულიერი საგანძური” და ორგანიზება გაუკეთა ამ დიდი კაცისა და ჩვენი ხალხის დიდი მეგობრის ნეშტის დაკრძალვის ცერემონიალს, ნელსონ სტეპანიანის სახელობის მოედანზე, ქალაქ შუშიში.

ეს ქალაქი კიმ ნაუმოვიჩის ბოლო განსასვენებელი გახდა მისი ნების შესაბამისად.

როდესაც შუშიში ვიყავით, ჩვენ დავინახეთ სუფთა და მოვლილი ქალაქი, ვცხოვრობდით თანამედროვე, ახლად აშენებულ სასტუმროში და ბედნიერი წუთები გავატარეთ სტუმართმოყვარე გრიგორი არკადის ძე გაბრიელიანცთან – აკადემიკოსთან, სსრკ გეოლოგიის ბოლო მინისტრთან, რომელმაც მოსკოვი დატოვა არცახის გამო, ჩამოვიდა შუშიში, იქ ააშენა ლამაზი სახლი და შექმნა  რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო სამხატვრო გალერეა, ასევე უნიკალური გეოლოგიის მუზეუმი.

თქვენ აიღეთ და გადაწყვიტეთ ეს ქალაქი მტრებისთვის ჩაგებარებინათ, უწოდეთ მას “უსახური და უბედური”…

ბატონო ფაშინიან, ჩვენ სერიოზულად გვაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები ჩვენს სამშობლოსთან დაკავშირებით.

რა ბედი გაქვთ მომზადებული სხვა სომხური დასახლებებისთვის, რომლებიც შეიძლება საკმარისად მხიარულად და ნათლად არ მოგეჩვენოთ და რომელთა მდგომარეობა დღეს უარესია, ვიდრე,მაგალითად, მოვლილი და ლამაზი სტეპანაკერტისა? მათთვის არ გაგიმზადებიათ “უბედური და უსახური” შუშის სევდიანი ბედი? მინდა ვიცოდე, კიდევ არის ბევრი უბედური ქალაქი სომხეთსა და არცახში, რომლებიც თქვენს გაღიზიანებას იწვევენ და რომელთა მოშორება გსურთ?” – წერს არა აბრამიანი.