აზერბაიჯანში 2 ათასამდე სირიელი მებრძოლი იმყოფება და მათ დარჩენას თურქეთი ითხოვს – SOHR

ე. წ. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია (SOHR), რომელიც ლონდონში არის განლაგებული, აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მხარეს ყარაბაღის ომში საბრძოლველად სირიიდან ამ ქვეყანაში 2500-ზე მეტი მებრძოლი იქნა გადმოსროლილი.

 

მათგან 342-მა კონტრაქტი გაწყვიტა და სირიაში დაბრუნდა, კიდევ 293 დაიღუპა, მათი გვამების უმრავლესობა სირიაში ჩატანილია, თუმცა გარკვეული რაოდენობა ბრძოლის ველზე ყრია.

ბრიტანულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული SOHR ასევე ირწმუნება, რომ თურქეთი დაინტერესებულია და ითხოვს კიდეც, რომ სირიელი ბოევიკები აზერბაიჯანში დარჩნენ, რადგან მათ წარმოშობით კავკასიელებად მიიჩნევს (შენიშვნა: სირიაში მართლაც ცხოვრობენ ე. წ. მუჰაჯირების – რუსეთის იმპერიიდან ოსმალეთში გადახვეწილი ჩრდილოკავკასიელი მუსლიმების შთამომავლები), თუმცა რეალურად ისინი თურქმანები არიან.