წულუკიანის დღევანდელი სიტყვები სრულიად ათანაბრებს “ოცნებას” “ნაცებთან”

თეა წულუკიანის დღევანდელი სიტყვები იმის თაობაზე, რომ “ოკუპირებულ საქართველოში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა” სრულიად ათანაბრებს ჩემს თვალში “ოცნებას” “ნაცებთან”.

 

მიშა მთელი თავის მოღვაწეობის ხანაში სხვას კი არაფერს ქადაგებდა, ოღონდ უფრო მხნედ, ხმამაღლა და ნიჭიერად. საქმით რას აწვებოდა – ეგ კი კარგად ვიცით…
თან რის კულტივირებაზეა ლაპარაკი, თქვე მართლა მარიონეტებო? თუ ფიქრობთ, რომ ვინმე თქვენ შეგეკითხებათ, სანამ მერკელს, პომპეოს, ტრამპსა თუ ბაიდენს გააკრიტიკებს, ძალიან ცდებით! სწორედ თქვენ – ისევე, როგორც თქვენი წინამორბედი “ნაცები”, ვისაც თქვენ დღეს რუსოფობიაში ეჯიბრებით – ახდენს საქართველოში დასავლეთის დისკრედიტირებას საკუთარი უსაქციელობით, სოციალური უსამართლობის დამკვიდრებითა და “ნაცებთან” ფაქტობრივი შერწყმით.

ასე რომ, ეს დემაგოგია თქვენი ახალგაზრდულის ბავშვებისთვის მოიტოვეთ – ისიც თუ ისინი დაგიჯერებენ (რაშიც დიდი ეჭვი მეპარება).
პუტინის კრიტიკაზე თუ მიდგა საქმე, ჩემზე მკაცრად თქვენ მას ვერ გააკრიტიკებთ, მაგრამ სანამ ვინმეს “მავნებლის” იარლიყს მიაკრებდეთ, კეთილ ინებეთ და სარკეში ჩაიხედეთ.

ხოლო პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ მიიღებს. უმეცრება უნდა გერქვათ თქვენ, პრომედასავლეთე “ქოცებო”! თქვენზეა ზედგამოჭრილი რუსული ანდაზა – Заставь дурака Богу молиться, он и лоб расшибёт.
და “ნაცები” – სანამ სხვას დააბრალებდეთ – ისევ თქვენში ეძებეთ, არ დაგჭირდებათ ამისთვის არც დიდი დრო და არც შორს წასვლა.
პატივისცემით, გ.ლ.
P.S. ერდოღანმა პომპეო საერთოდ არ მიიღო.

გოგი ლორთქიფანიძე