ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

COVID-19-ის მორიგი ანტირეკორდი – ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  3768- ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 96 860-ს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 2226 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5879. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3411 ადამიანი.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

 

“რუსთავი2”