მასტურბირებას შეწირული კაპიტნობა- რუსეთის ნაკრებს ქართველი უკაპიტნებს

სტანისლავ ჩერჩესოვმა გიორგი ჯიქიას კაპიტნის სამკლავური გადაულოცა.

 

რუსეთის ნაკრების დამრიგებელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა გიორგი ჯიქიას კაპიტნის სამკლავური გადაულოცა.

წარმოშობით ქართველმა მცველმა უდიდესი პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ მოლდოვასთან მატჩში აიღო.

მოლდოვასთან გამართულ მატჩში ჯიქია პასუხისმგებლობით მიუდგა მოვალეობებს და პირნათლად შეასრულა ისინი. მოდლოვას წინააღმდეგ ნაკრებს პირველად უკაპიტნა, თუმცა მოვალეობებს გაუმკლავდა და გუნდს კარგად ხელმძღვანელობდა“, – თქვა ჩერჩესოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთს ძიუბა კაპიტნობდა, თუმცა რუსი შემტევი ნაკრებიდან დროებით მოკვეთს. მიზეზი მასტურბირებაა – ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.