კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ, თბილისში, წერეთლის 12 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ის საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სურს, საქართველოში აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაში, ბანკებმა სესხი, წლიურად 7%-ში გასცენ და მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს.
ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე, შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.