ნატოში და ევროკავშირში შევდივართო, როცა რუსეთის ბაზებით და  მოკავშირეებითა გარშემორტყმულია ქვეყანა?!- მალხაზ ხაბაზი

ტელევიზიით აცხადებენ,რომ რუსეთმა ამიერკავკასიაში მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა და ჩვენი მოკავშირე სამივე ქვეყანა მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რაც ფაქტია და ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ტელევიზიით გვაუწყებენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოში და ევროკავშირში შევდივართო, ეს მაშინ როცა რუსეთის ბაზებითაა და მისი მოკავშირეებითა გარშემორტყმულია ქვეყანა.

 

30 წელია გვპირდებოდნენ მიგიღებთო ევრო კავშირში და ნატოში და ეხლა როცა დავრჩით ეულად შუაში რუსეთის გარემოცვით გარშემორტყმული, უნდა დაუპირისპირდეთ ისევ რუსეთს, რომელიც 1% შანსი არ არის,რომ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზის გახსნა, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადა,რომ ის არ დაუშვებს მის მოსაზღვრე ქვეყნებში ნატოს ბაზების არსებობას, დაგვავიწყდა 2008 წელი, თუ როგორ ფიქრობთ რუსეთი დურბინტით დაგვიწყებს ყურებას ჩვენს საზღვართან განლაგებული და არანაირ ზომებს არ მიიღებს? რისი მიღწევა გვინდა? ისედაც ჩამოშლილი და დაპაუზებული ეკონომიკა სრულად განადგურდეს? მილიარდობით შემოსავალი ღვინისა და მინერალური წყლების რეალიზაციიდან, ტურისტული სფეროდან შემოსული მილიარდობით დოლარი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს ასაზრდოებს, გზავნილების შეწყვეტა, ყოველივე ამას ხომ დავკარგავთ? როგორ ფიქრობთ ამ უზარმაზარი შემოსავალის დაკარგვა, რომელზეც აგებულია ჩვენი ეკონომიკა, კარგად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და ხალხის ყოფაზე? თუ ალტერნატიული გზა გვაქვს ამ შემოსავლების ჩანაცვლებით? რატომ ვერ ჩავანაცვლეთ ტურისტების რაოდენობა? რისი გულისთვის დაკარგა ქვეყანამ და ხალხმა მილიარდობით შემოსავალი? არა მგონია ამერიკამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ისედაც დაპაუზებულ ეკონომიკას, მიწასთან გაასწორებს და ქვეყანას უდიდესი პრობლემის წინაშე დააყენებს.

მალხაზ ხაბაზი