“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტი არ არსებობს, რადგან ის ხალხს არ აურჩევია. შესაბამისად, ოპოზიცია ასეთ საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.
მისივე თქმით, არჩევნების ამგვარად გაყალბებით ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მკვლელ ჩიკოტალოს დაემსგავსა.
– “პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს, რადგან ხალხს ის არ აარჩევინეს. რეალურად არსებობს კუბრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ეს ბერბიჭაშვილების შემადგენლლობა… ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი, ჟვანიებისა და სხვა ფალსიპიკატორების გარეშე, იცის არამარტო პატივცემულმა ელჩმა, არამედ მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ. ალბათ, ერთი ჩიკოტალო იყო მანიაკი მკვლელი მსოფლიოსთვის, რომელმაც 14 ბავშვი მოკლა და მეორე – ჟვანია, რომელმაც ივანიშვილის დავალებით საქართველო არაერთხელ მოკლა. ოღონდ მოკლა საარჩევნო წესით” – განაცხადა ნათელაშვილმა.
წყარო: ptn.ge