რუსმა მშვიდობაძემ რუსი აბულაძე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთის სახელით მოასპარეზე, ქ. ორენბურგის მკვიდრმა რობერტ მშვიდობაძემ (სურათზე მარჯვნივ, 2017 წელს) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

 

მშვიდობაძემ თანამემამულე, იაგო აბულაძე დაამარცხა. ასე რომ, 1-2 ადგილები ქართული წარმოშობის რუსმა სპორტსმენებმა დაიკავეს.

მესამე ადგილი ესპანელმა გარიგოსმა ბელგიელმა ფერსტრეტენმა გაიყვეს.