საქართველოს არ სურდა, სასტიკ მტერს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა მოეკლა- ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთს პრეტენზიები აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ამ კონტექსტში, მან  საქართველოც  ახსენა, რომელმაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დროს, სამხედრო, საჰაერო სივრცე დახურა სამხედრო მარაგებისათვის.

„ საქართველოს არ სურდა, სასტიკ მტერს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა მოეკლა”- აცხადებს ალიევი

„როგორი დამოკიდებულება აქვს სომხეთს  მეზობელ ქვეყნებთან ? აზერბაიჯანთან ტერიტორიის ოკუპაცია, ასევე  ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთთან. როგორც ჩანს,  რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს. მე ვიცი რატომ ვერ მოახერხეს მათ  ირანიდან იარაღის შემოტანა. იმიტომ, რომ ირანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა! ჩვენი თხოვნის გათვალისწინებით, მათ დაკეტეს საჰაერო სივრცე. მათ არ სურდათ იარაღის მიწოდება და აზერბაიჯანელების მოკვლა.  საქართველოს მიმართაც იგივე პრეტენზია აქვთ. საომარი მოქმებების დროს საქართველომ  საჰაერო სივრცე დახურა და მათ იარაღის ტრანსპორტირების საშუალება არ მისცა  სახმელეთო გზებით. საქართველოს  არ სურდა სასტიკ მტერს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა მოეკლა ” – აცხადებს ალიევი.