უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გზა არის მკაცრი ჩაკეტვა.

“მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა, ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ტერორში ჰყავს დღეს კორონას მთელი სამყარო. ფსიქოლოგიური ტერორი, რომ ავიცილოთ თავიდან ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუნარჩუნოთ.

დამეთანხმებიან, თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია, უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე,” – განაცხადა  ლევან რატიანმა ტვ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

“აიპრესი”