15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა, სულ რაღაც 16%-ი იყო!

ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში ფიქსირდება (21%).

რაც შეეხება სხვა რეგონებს, მონაცემები ასეთია: შიდა ქართლი – 20. 6%, მცხეთა-მთიანეთი – 19.7%, აჭარა – 18.8%, სამეგრელო – ზემო სვანეთი -18.6%, ქვემო ქართლი – 17.6%, იმერეთი – 17.2%, თბილისი – 13,9%.

ამ დროისთვის ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადების რაიონშია.

31 ოქტომბრის არჩევნებზე 15:00 საათიშტივს ამომრჩეველთა აქტივობა 36% იყო.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.

იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.

წყარო: bfm.ge