არ არსებობს მოქმედი ,,ეროვნული” ძალა რომელიც საშუალო ორგანიზაციით მაინც გამოირჩევა – გურამ ქართველიშვილი

ეს ბოლო სტატუსია ამ თემაზე, რადგან სიმართლის შესმენა არავის უნდა. არადა რასაც ჩვენით ვერ ვხვდებით შეცდომებმა ხომ მაინც უნდა დაგვანახოს? არა? მაშინ წაიკითხეთ.

 

ეს გახლავთ პასუხი იმაზე თუ რატომ არ არიან ჩემი კატეგორიის ადამიანები დღეს აქტიურ პოლიტიკაში და რატომ აქვთ ემიგრაციაში გაბნეულ და სახელმწიფოსთვის წყალივით საჭირო გონიერ ქართველებს სამშობლოზე ხელი ჩაქნეული —
— —
ამათ არჩევნებს ბოიკოტი ჭირდებოდა ჩვენი მხრიდან. მათ უნდა ეწვნიათ თავისი ღორობები ხალხისგან იგნორირებულებს, მაგრამ ე.წ. ,,ეროვნულები” ერთმანეთის ჩაძირვით ცდილობდნენ ,,პალაჟენიის ხაზეინი” ოლიგარქისთვის დაემტკიცებინათ, თუ რომელი უფრო კარგი ,,გამთამაშებელი” იქნებოდა მისივე ქოცნაცობისთვის პარლამენტში და ამის გამო დაიხლიჩენ ისედაც მრავალ პოლუსად დახლეჩილი ,,ეროვნულები”…

(ეს არჩევნებმაც ცხადყო ვისაც ყური აქვს და თვალი უჭრის)
მე ყოველთვის არჩევნების ბოიკოტის მომხრე ვიყავი მსჯელობებისას, ოღონდ ერთიანი ფრონტით უნდა გამოგვეცხადებინა ეს ბოიკოტი და შედეგი აუცილებლად იქნებოდა. ერთადერთი ადამიანი ვინც ამაზე გამომყვებოდა ლიდერებიდან იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაგრამ ისიც მიხვდა, რომ ბიძინას წინაშე მოკვანწავე ,,ეროვნულებთან” ერთად ბოიკოტს თავი არ დაედგმებოდა და მანაც კენჭი იყარა. (შიგნიდან დაზვერა კიდე ერთხელ ეს სანაგვედ ქცეული არჩევნები დიმამ.) ახლა კი გამოჩნდა შედეგები მაგრამ რაღა დროს.

სადღეისოდ კი ასეთი სურათია: – ვინც ივანიშვილის თამაში ითამაშა ,,ეროვნულთაგან” (ნებსით თუ უნებლიედ) ყველა მოატყუა ბიძინამ და პარლამენტს გარეთ დატოვა. ასეთი ყურებჩამოყრილები და გაფარჩაკებულები კი ვიღას უნდა ისინი? დაიწყება ახლა გავერთიანდეთო. დადგება ახლა ჩემისთანების კართან და ტელეფონთან გნიასი
. ერთი რამე კარგად დაიხსომეთ ყოფილო პოლიტ-პარტნიორებო და სხვა ,,ეროვნულებო”, რომ პირადად მე, არათუ გაერთიანებას არ ვაპირებ თქვენისთანებთან არამედ მიმაჩნიხართ ბიძინა ივანიშვილის (ნებსით თუ უნებლიე) გუნდის წევრებად და მისი თამაშის აქტიურ მონაწილეებად, რომლებიც ხალხს ატყუებთ და ნიღბებით ,,ეროვნულობთ”. სწორედ თქვენ გამოა ეროვნული მოძრაობა ასეთი დაკნინებული იუდას ჰონორარებით სახლებს რომ ყიდულობთ ზოგზოგიერთი ესპანეთში და ძვირიანი დაცვებით რომ დაიარებით (ნეტა ვისგან გიცავენ თქვე უწიგნურებო? ვის რა შავ ქვად უნდა თქვენი გაყიდული თავები?).
ხალხია ცოდვა, ყველასგან მოტყუებული ხალხი: ნაცისგან, ქოცისგან და მათი მოკავშირე პოლიტ ტიპებისგან (ვითომ ,,ეროვნული” პარტია-გაერთიანებებისგან.)
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ დღევანდელ საქართველოში არ არსებობს მოქმედი ,,ეროვნული” ძალა რომელიც საშუალო ორგანიზაციით მაინც გამოირჩევა პოლიტიკური ბრძოლისთვის, რადგან ივანიშვილისგან მართულები მისივე ბუტაფორიები არიან და ასეთი ორგანიზებულობა სულ არ ჭირდებათ ოლიგარქის ფეხებთან საგორაოდ. არსებობს სხვა კატეგორიის ,,ეროვნული” გაერთიანებებიც, რომლებიც შეიძლება მართულები არ არიან მაგრამ მათი რესტორნულ — ,,ინტელექტუალური” დონე ვერცერთ კრიტიკას ცერ უძლებს და მდარე ხარისხის ფონს ქმნის ეროვნულ ფრონტზე. მე კიდე ერთხელ დავწერე ამ თემაზე ეს სტატუსი და რადგან ვიცი რომ შემსმენელი ძალიან ცოტაა, ამით მხოლოდ მოვალეობას ვიხდი საკუთარი სინდისის წინაშე და ყველას ვაფრთხილებ, რომ შეცდომების დრო აღარ არის. პირიქით მგონი გვიანაცაა.
სირცხვილია ბიძინას ივანიშვილის სპექტაკლებში ჰონორარებად მონაწილეები ლიდერები გვეგონოს და თავს ვაბითურებინებდეთ. არადა ამ ტიპებს ეროვნული ნიშა უპყრიათ, ბიძგვინას სამსახურში აქვთ ის ჩაყენებული და სხვამ რომ არ დაიკავოს ეს ნიშა ძაღლებივით დარაჯობენ მას.
ღმერთმანი ამას იმიტომ არ ვწერ, რომ პოლიტკარიერას ვიწყობ. მაპატიეთ და მიმიფურთხებია პოლიტ და ყველანაირი კარიერისთვის. ან რაღა დროს ჩემი კარიერაზე ფიქრია. მითუმეტეს ბიძგვოს მონის როლი ნამდვილად არ მხიბლავს.

გურამ ქართველიშვილი