ინგლისის რაგბის კავშირი (RFU) მორაგბეებს გამოექომაგა და განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობას ადამიანი ინდივიდუალურად იღებს და დაძალება არაფრით შეიძლება.
ბილი ვუნიპოლამ ადრე განმარტა თავისი პოზიცია: “დიახ, მე ფერადკანიანი ვარ, მაგრამ პირველ რიგში მე ვარ ქრისტიანი. რაც მე ამ მოძრაობაზე ვნახე, ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ისინი წვავემ ეკლესიებსა და ბიბლიას, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ”, – განაცხადა ვუნიპოლამ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერიმენტული ტურნირის პირველ მატჩში ედი ჯონსის გუნდმა “ბორჯღალოსნები” 40:0 დაამარცხა.