იტალიაში მოსწავლეები და მშობლები, სკოლის დახურვას აპროტესტებენ!

იტალიაში „კოვიდ-19“-ის გამო სკოლების დახურვის გასაპროტესტებლად, ბავშვები სკოლის შენობასთან იკრიბებიან და დისტანციურ გაკვეთილებს იქიდან ესწრებიან. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აქციის ინიციატორის, 12 წლის ანიტა იაკოველის თქმით, მათი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ სკოლები უსაფრთხოა.

„როდესაც დისტანციურად სწავლობ, ძალიან ბევრი პრობლემა იქმნება, შესაძლოა ინტერნეტი შეგიწყდეს და სამუშაო ვეღარ გააგრძელო. ეკრანის წინ ამდენი ხნის ყოფნის შემდეგ ბავშვებს კონცენტრაცია ეკარგებათ და მათ აღარ შეუძლიათ გაკვეთილის გაგრძელება.

ჩვენი მესიჯია ის, რომ სკოლები უსაფრთხოა. ჩვენ ყოველთვის ნიღბებში ვიყავით, ფანჯრებიც ღია იყო და სადენზიფექციო ხსნარიც გვქონდა“,- ამბობს აქციის მონაწილე.

პროტესტი თავდაპირველად 6 ნოემებრს დაიწყო, მოგვიანებით კი მთელი იტალია მოიცვა.

იტალიაში პანდემიის გამო სკოლების ისევ დისტანციური სწავლის რეჟიმზე არიან გადასულები.

წყარო: bm.ge